“თოჯინები იცინიან“ - ამ სახელწოდების გამოფენას ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს. საექსპოზიციო სივრცეში ათობით სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი - სასცენო თოჯინები დეკორაციების ფონზეა წარმოდგენილი.
პროექტი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის თანამშრომლობით ხორციელდება. გამოფენაზე სხვადასხვა პერიოდის, სხვადასხვა ავტორისა და თეატრალური დადგმის თოჯინებია თავმოყრილი, მათ შორის თეატრის პირველი სპექტაკლიდან “ხეტიალა“ და ასევე, მხატვრების მიერ დამზადებული პერსონაჟები მიმდინარე რეპერტუარიდან.
გამოფენის პარალელურად, თოჯინური სპექტაკლების მომზადებისა და ტექნოლოგიის შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა.