ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 

05 ნოემბერი 2022, 15:00 1954 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოქალაქე ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში განმარტავენ რომ შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ და ბინაზე დღის ბოლომდე გაწერენ. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მესამე კვარტლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1 488 ავტოსაგზაო  შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 105 მოქალაქე და დაშავდა 2 166.

აქედან, კერძოდ აჭარაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევის შედეგად  8 მოქალაქე დაიღუპა, 254 კი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი