დიპლომატის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის გამოფენა ,,ქართული დიპლომატიის მეხსიერება“ გაიმართა, რომლეიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში ხელნაწერი დოკუმენტი, საქართველოს შესახებ ვატიკანის არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტი და ბიბლიოგრაფიული ხასიათის შენიშვნა, რომის პაპების მიმოწერა საქართველოს, სპარსეთის და ევროპის ქვეყნების მეფეებთან, ივანე ნანუაშვილის არქივი: მიმოწერა პრეზიდენტებთან და იმ პერიოდისათვის სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ ამერიკელ პოლიტიკოსებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ელჩები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები.