ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი გაეთიშება

04 ნოემბერი 2022, 10:35 2099 ნახვა

ბათუმში, რამდენიმე ქუჩას ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი გაეთიშება.

"ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, 4 ნოემბერს, დღის 10:20 სთ-დან წყალმომარაგება შეწყდება. კომპანიში ამბობენ, რომ აბონენტებს შეზღუდვები 4 ნოემბერს 20:00 საათზე მოეხსნებათ.

წყლის მიწოდება შეეზღუდებათ ჰელიმიშზე, აღმაშენებლზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ხახულის ქუჩასა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი