ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა ქედაში

03 ნოემბერი 2022, 19:52 1391 ნახვა

„ძველი სახლის ახლით შეცვლის პროგრამის ფარგლებში“ ქედაში სამი საცხოვრებლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სოფელ ხარაულაში, წონიარისსა და კვაშტაში მცხოვრები სამი ოჯახი ზამთარს ახალ საცხოვრებელში შეხვდება. დღეს ქედის მერმა სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.  ქედის მერიაში საცხოვრებლის მოთხოვნით 20- მდე განცხადება იყო შესული. ქედის მერი ამბობს, რომ ოჯახების მდგომარეობას ადგილზე კომისია სწავლობს და ეტაპობრივად ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ქედის მერია „ძველი სახლის ახლით შეცვლის” პროგრამას მესამე წელია ახორციელებს. გასულ წელს პროგრამაში სამი ბენეფიციალი ჩაერთო. პროგრამისთვის მიმდინარე წელს 150 000 ლარია გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში