ნიკა გვარამიას საქმე - ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება

03 ნოემბერი 2022, 11:02 331 ნახვა

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. მისივე თქმით, ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობასა და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად.

ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში