თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია

01 ნოემბერი 2022, 11:04 641 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის, უკანონო გასაღების მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 18 ნარკორეალიზატორი: 1975 წელს დაბადებული ა.გ., 1990 წელს დაბადებული ფ.ა., 1999 წელს დაბადებული ა. ა., 1998 წელს დაბადებული ჟ.ს., 1999 წელს დაბადებული მ.კ., 2003 წელს დაბადებული ლ.მ., 2001 წელს დაბადებული ვ.ბ., 1979 წელს დაბადებულ გ.თ., 2001 წელს დაბადებული ვ.ს., 1982 წელს დაბადებული გ.ჩ., ძმები - 2001 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ჯ., 1973 წელს დაბადებული პ.ბ., 1997 წელს დაბადებული ნ.ს., 2003 წელს დაბადებული მ.ე., 1967 წელს დაბადებული ბ.ფ., 1999 წელს დაბადებული დ. მ., 1981 წელს დაბადებული რ.მ.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა.

ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს.

1977 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის.

1986 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ი.ლ. და ი.პ. კი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

გარდა ამისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 3 პირი: 1976 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ბ., 1995 წელს დაბადებულ ა.ს. და 1970 წელს დაბადებული რ. ნ.

სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთეს და ყაზახეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებული პირები ჩართული იყვნენ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“. ისინი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ, შემდეგ კი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდნენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 490 აბი „სუბუტექსი“. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავა კიდევ 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი - წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ,“ „კეტამინი“ და „სუბუტექსი.“

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი