სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაიჭრა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორმაგი აფეთქების შედეგად. ბომბები ორ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. სომალის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მოჰამუდი ტერაქტების განხორციელებაში ალ-შაბაბის შეიარაღებულ ჯგუფს ადანაშაულებს. პრეზიდენტის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.