ფილიპინების სამხრეთ პროვინციებში წყალდიდობასა და მეწყერებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC წერს.
სტიქიები ძლიერმა ტროპიკულმა შტორმმა გამოიწვია.
ტროპიკულ შტორმი „ნოგი“ ჩრდილოეთით, დედაქალაქი მანილასკენ გადაადგილდება. უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები.