ატომური ენერგიის საერთაშორისო ხელმძღვანელის განცხადებით, სააგენტოს ექსპერტები უკრაინის მხრიდან წერილობითი თხოვნის საფუძველზე ქვეყანაში ორ ბირთვულ ობიექტს შეაფასებენ. რაფაელ მარიანო გროსის თმით, შეფასების მიზანია, დადგინდეს, ხომ არ არსებობს რაიმე სახის არადეკლარირებული ბირთვული მასალა და აქტივობები, შედეგები კი შემოწმების შემდეგ გასაჯაროვდება. უკრაინამ “ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული ობიექტების შემოწმების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც რუსეთის ფედერაციამ ქვეყანა ე.წ. “ბინძური ბომბის” გამოყენებისთვის მზადებაში დაადანაშაულა.