პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის მოცულობა 275 მილიონი დოლარი იქნება - უცხოური მედია

28 ოქტომბერი 2022, 10:22 1005 ნახვა

პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის მოცულობა 275 მილიონი დოლარი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ძირითადი ამოცანა უკრაინისთვის უკვე მიწოდებული შეიარაღებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მარაგის შევსება იქნება. მათ შორის იქნება „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების მოცულობა 16,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი