მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი

21 იანვარი 2017, 00:00 2032 ნახვა

თხილვანას მოსახლეობასთან მოლაპარაკებები დღეს საღამოს დასრულდება. მოსახლეობას  დილიდან ინდივიდუალურად ხვდება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით 60 ოჯახის მდგომარეობა უკვე შესწავლილია, მათგან რამდენიმე  თანახმაა  ქირით გაყვანაზე. ადგილობრივებს მთავრობის შემოთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებთ. დამეწყრილი ოჯახები, მუდმივ საცხოვრებელს ითხოვენ. ხულოს გამგებლის განცხადებით კონკრეტულად თუ რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს ორშაბათს გახდება ცნობილი. თხილვანაში მეწყრული პროცესები 10 იანვარს გააქტიურდა, რამაც საფრთხე 62 ოჯახს შეუქმნა.  სოფელში რვა კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად მორიგეობს.  მათ საშიშროების შემთხვევაში სოფლის გაფრთხილება ევალებათ.

ამავე კატეგორიაში