კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია, ბავშვების ინტერნეტ ქცევისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, მათ შორის რა რისკები არსებობს ინტერნეტის არასწორად გამოყენებისას, როგორია ახალგაზრდების მიერ მედიის გამოყენების ჩვევები და როგორ დაიცვან მოზარდები ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან. მედიაწიგნიერების კვირეული 24- დან 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.