აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

27 ოქტომბერი 2022, 11:35 376 ნახვა

ამერიკამ რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, ოლიგარქებს სანქციები კორუფციული ქმედებებისა და მოლდოვის არჩევნებში ჩარევის გამო დაუწესდათ. აღნიშნული პირები ასევე ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში. ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცდილობდა მოლდოვის სამართალდამცავ, საარჩევნო და სასამართლო სისტემებზე გავლენა მოეხდინა. რაც შეეხება, ილან შორს, ის ისრაელში ცხოვრობს და მასზე  საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის საქმის ფარგლებში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში