დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

27 ოქტომბერი 2022, 09:59 690 ნახვა

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე, მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები მუშაობენ.

ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ხუთი წლის წინ, მისი 21 წლის ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა.

ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში