რუსულმა ძალებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს

27 ოქტომბერი 2022, 10:16 541 ნახვა

რუსულმა ძალებმა, დღეს, დილით კიევის ოლქზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს. გუბერნატორის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთ დასახლებაზე მოხდა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

თავდასხმა მოხდა ზაპოროჟიაზეც. მძიმე ბრძოლები გრძელდება ჰერსონში. ხელისუფლება მოქალაქეებს მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაწილისკენ გადასვლას ურჩევს.

საოკუპაციო ძალებმა რამდენჯერმე სცადეს შეტევაზე გადასვლა ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით, თუმცა, როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, მტრის ყველა იერიში მოგერიებულია.

პარალელურად,უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებს. ლუგანსკში უკრაინულმა ძალებმა კიდევ ერთი დასახლებული რაიონი, ნევსკოე დაიბრუნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი