უკვე მეორე დღეა პარლამენტში ომბუდსმენობის მსურველ კანდიდატებს უსმენენ. ამ წუთებში საკუთარ ხედვებსა და სტრატეგიას დეპუტატებს თინათინ ერქვანია აცნობს. საკუთარი სამოქმედო გეგმა უკვე წარადგინეს სოფიო დემეტრაშვილმა და ლელა გაფრინდაშვილმა, დღის ბოლომდე კიდევ ერთი კანდიდატის გასაუბრებაა დაგეგმილი.