სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

26 ოქტომბერი 2022, 12:03 440 ნახვა

დღე  მეორე - ამ წუთებში პარლამენტში ომბუდსმენობის მსურველ ლელა გაფრინდაშვილს უსმენენ. კანონმდებლებს დღესვე კონცეფციას სოფიო დემეტრაშვილი, თინათინ ერქვანია და ევგენია  თავაძე  გააცნობენ. 

სულ 19 კანდიდატი იბრძვის სახალხო დამცველობისთვის, მათგან 4-ს როგორც უკვე გითხარით, დღეს მოუსმენენ, კიდევ სამმა კი გუშინ უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს. 

ოპონენტებს მმართველი გუნდის დეპუტატების შეკითხვების შინაარსი არ მოსწონთ, რაც მათ ეჭვებს უჩენთ, რომ ,,ქართული ოცნების“  დეპუტატები მათ ბარიერს შეუქმნიან. 

სახელისუფლებო პარტიაში კი ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ მათთვის ომბუდსმენის არჩევისას მთავარია ის კრიტერიუმები, რომლებიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი