შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიში

26 ოქტომბერი 2022, 11:03 410 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ დღეს დეპუტატებს უწყების ანგარიშს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჩააბარებს. "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" - სწორედ ამ პროგრამაზე ისაუბრებს თეა ახვლედიანი, რომელიც კანონმდებლებს გააცნობს რა გამოწვევები, პერსპექტივა და შედეგი აქვს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას.     

ახვლედიანი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზეა მიწვეული, რომელიც მედიისთვის დახურულია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში