მოლაპარაკებების რეჟიმში

21 იანვარი 2017, 00:00 2031 ნახვა

მეხუთე დღეა სოფელ თხილვანას მოსახლეობასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს. ადგილობრივებს მთავრობის შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებთ. დამეწყრილი ოჯახები, მუდმივ საცხოვრებელს ითხოვენ. მოსახლეობას  დილიდან ინდივიდუალურად ხვდება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით 60 ოჯახის მდგომარეობა უკვე შესწავლილია, მათგან რამდენიმე  თანახმაა  ქირით გავიდეს. თხილვანაში მეწყრული პროცესები 10 იანვარს გააქტიურდა, რამაც საფრთხე 62 ოჯახს შეუქმნა.  სოფელში რვა კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად მორიგეობს. საჭიროების შემთხვევაში მათ, სოფლის გაფრთხილება ევალებათ. 

ამავე კატეგორიაში