ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

24 ოქტომბერი 2022, 22:55 5818 ნახვა

ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის  გამო დაბა მახინჯაურის ტერიტორია დაიტბორა . შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა, თამარის დასახლებაში მოქალაქეები 2 საათზე მეტია საცობში დგანან. საპატრულო ეკიპაჟი ამ ეტაპზე ბარცხანის დასახლებიდან ავტომობილებს უკან აბრუნებს. მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე გაიხსენაბა საავტომობილო მოძრაობა.

"ამ ეტაპისთვის ცხელი წერტილი არის მეგრულ-ლაზურის მიმდებარე ტერიტორია. რაც გამოწვეული არის უცებ მოვარდნილი უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და დაიტბორა გზის სავალი ნაწილი და შესაბამისად გაბიდნულია სანიაღვრე არხები და მობილიზებულია ბათუმის წყლის შესაბამისი სამსახურები და უზრუნველყოფენ სალიკვიდაციო სამუშაოებს. ძალიან მალე სამუშაოები დასრულდება და აღდგება გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა”-განაცხადეს მერიაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი