ყველა მიმართულებით ხდება ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მოხმარდება უფრო მეტი ახალგაზრდის დაფინანსებას და მათი ახალი ინიციატივების მხარდაჭერას-მაია ხაჯიშვილი

24 ოქტომბერი 2022, 12:15 1227 ნახვა

ყველა მიმართულებით ხდება ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, უპირველეს ყოვლისა ეს მოხმარდება უფრო მეტი ახალგაზრდის დაფინანსებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, მათი ახალი ინიციატივების მხარდაჭერას - ამის შესახებ აჭარის განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაია ხაჯიშვილის განცხადებით, ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მხარადეჭერას. 

მისივე თქმით, სტუდენტთა გაძლიერების მიმართულებით იგეგმება ახალი სასწავლო კორპუსისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაზაზე.

"ეს იქნება დიდი შეღავათი სტუდენტებისთვის, რომ ხელმისაწვდომ ფასად იყოს მათთვის შეთავაზებული საცხოვრებელი სივრცე" - განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა.

მაია ხაჯიშვილის განცხადებით, გაგრძელდება სპორტული ფედერაციების დაფინანსების ზრდაც. მისივე თქმით, ბიუჯეტი გაიზრდება კულტურის მიმართულებითაც.

განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი იზრდება 7 მილიონი ლარით და 25 მილიონი ლარით განისაზღვრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში