ღვინის დღეები საქართველოში

23 ოქტომბერი 2022, 12:00 1042 ნახვა

ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“, რომელმაც ქვეყნის 26 ქალაქი მოიცვა დღეს ზუგდიდით სრულდება, ქალაქით, სადაც პირველად დაიწურა ევროპული სტანდარტით  ღვინო. ფესტივალი გალა კონცერტით სრულდება. ფესტივალის მიზანი ქართული ღვინისა და ტურიზმის პოპულარიზაციაა.

მთელი დღის განმავლობაში საფესტივალო ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება. წარმოდგენილია ღვინის მარნები და სამზარეულო, ასევე უძველესი სასმისები. იმართება მასტერკლასებიც. 

ქართული ღვინის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ფესტივალის ფარგლებში 9 ოქტომბერს დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი