სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 7 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის მიერ მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცების სახით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.