მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ანრი ბეჟანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში.
წარმოდგენილი იყო მოზარდის ნახატები, რომელიც მან მძიმე სენთან ბრძოლის დროს შექმნა.
გამოფენაზე მისი პირადი ნივთების დათვალიერებაც იყო შესაძლებელი, ასევე მეგობრებმა და კლასელებმა ანრის ვიდეო-კოლაჟიც აჩვენეს.