ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე ისაუბრეს სამივე ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე რუსეთის აგრესიასა და ევროკომისიის რეკომენდაციებზე.