ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დღეს პრემიერაა. თეატრის ისტორიაში ვოდევილი პირველად დაიდგა.
სპექტაკლი მოწვეულმა რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა აკაკი წერეთლის ვოდევილის ,,ბუტიაობის’’ მიხედვით დადგა. ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში დღეს 17 საათზე გაიმართება.
პიესა 12 წლიდან მოზარდ მაყურებლისთვისაა გათვლილი. ,,ბუტიაობა’’ 86-ე თეატრალური სეზონისთვის მე-3 საპრემიერო ჩვენებაა.