ერთი თვის წინ გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის ძებნილი დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 სექტემბერს, ოზურგეთში 1999 წელს დაბადებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.