რიზეს დელეგაცია აჭარის მთავრობას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონში განხორციელებულ ინვესტიციებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც. მხარეებმა ასევე განიხილეს სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამარტივების საკითხები. მიმოიხილეს ის ერთობლივი პროექტებიც, რომლებსაც აჭარის რეგიონის ხელისუფლება თურქეთის სახელმწიფოსთან, კერძოდ კი რიზეს გუბერნიასთან ხელშეწყობის ფარგლებში ახორციელებს. შეხვედრას რიზეს სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.