ხელვაჩაურის მონაწილეობითი ბიუჯეტის განხილვა

19 ოქტომბერი 2022, 17:38 1712 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს ხელვაჩაურში.  პროგრამა მოქალაქეთა ჩართულობით, ბიუჯეტის დაგეგმვაში საკუთარი იდეების წარდგენას ითვალისწინებს.   იდეების  წარდგენა აჭარისწყლის  თემში მცხოვრებლებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ხელვაჩაურის მერიასა და აჭარის წყლის ადმინისტრაციულ ერთეულში შეუძლიათ.  გამარჯვებულ პროექტად დასახელდება ის, რასაც ხელვაჩაურის მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს. მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის  60 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში