ენმ-ის ყოფილი წევრის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში

19 ოქტომბერი 2022, 14:46 932 ნახვა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი მალხაზ თავდგირიძე კიდევ ერთხელ გამოკითხეს. მისი ინფორმაციით, გამოძიებამ ტელეფონიდან მტკიცებულებები ამოიღო.

დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვა, აცხადებს, რომ თვენახევრის განმავლობაში მანდატის დასატოვებლად მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. 

გუშინ კი უწყებამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ელგუჯა ბაგრატიონი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში გამოკითხა.

საქმე ეხება ყოფილი თანაპარტიელის ბრალდებას შანტაჟის და პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის შესახებ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი