გახსნილი დანაშაული

20 იანვარი 2017, 00:00 2354 ნახვა

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს, ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 4 700 ლარი, ცივი იარაღი, ნიღაბი, ასევე 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 37 300 ლარიც. გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.
სინქორნი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი