ბათუმის ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

19 ოქტომბერი 2022, 10:15 7263 ნახვა

ბათუმის ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შემთხვევა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფს მანქანიდან ესროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. მათ მედიკოსების დახმარება დასჭირდათ.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მამაკაცს - მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში