ხის ძველებური მეჩეთი კვირიკეში

17 ოქტომბერი 2022, 20:04 1754 ნახვა

ახლა კი კვირიკეს მეჩეთზე უნდა გიამბოთ, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მდებარეობს. სავარაუდოდ იგი 1865–1866 წლებშია აგებული არჰაველი ლაზი ოსტატის მიერ. საბჭოთა პერიოდში, დანარჩენი აჭარული მეჩეთების მსგავსად, კვირიკეს ჯამეც დაიკეტა და მარცვლეულის საწყობად გამოიყენებოდა. მეჩეთში ღვთისმსახურება1990-იანი წლებიდან აღდგა. ნაგებობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ინტერიერის ფერადოვანი მოხატულობითა და ოსტატურად შესრულებული ხეზე კვეთის ნიმუშებით გამოირჩევა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი