შესაძლოა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდეს. ინიციატივით მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა. ერთ-ერთი წესი, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარება და მისი ვადებია.იცვლება სატენდერო განცხადებისა და შესაბამის დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისა და გასაჩივრების წესიც. როგორ აფასებენ მთავრობის ინიციატივას საჯარო უწყებებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები? – რეპორტაჟიდან გაიგებთ. თუმცა ვერ მოისმენთ თავად კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებებს, რადგან მათ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვეს.