უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო აქციას საქართველოდანაც შეუერთდნენ. ამ წუთებში დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია იწყება, რომელიც 14 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ის ორი დღით გადაიდო.