უკვე მეორე დღეა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შესაბამისი პირების გამოკითხვა მიმდინარეობს. უკვე გამოკითხეს კომპანია „გრინსერვისის “ თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სწორედ „გრინსერვისმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი.ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ბრალის წარდგენისთვის არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს.