ბათუმი საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

12 ოქტომბერი 2022, 14:40 696 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო   ასოციაციის   22-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას  და კონფერენციას უმასპინძლებს.  

19-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმს მსოფლიოს 36 ქვეყნიდან 68 უმაღლესი სასწავლების წარმომადგენელი ეწვევა.

კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ საზღვაო სფეროს მიღწევებსა და საზღვაო განათლების, მეზღვაურთა გადამზადებისა და კვლევით სფეროში არსებულ ტენდენციებს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება სტუდენტური კონფერენცია, რომელიც ჩატარდება  ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი