ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი მოეწყობა 

11 ოქტომბერი 2022, 11:27 958 ნახვა

„ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის საჯარო სკოლებში“ - პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში და აჭარის განათლების მინისტრმა ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში ის სივრცეები დაათვალიერეს, სადაც ინკლუზიური განათლების ცენტრები შეიქმნება.  პროექტის ფარგლებში, სკოლაში   უნდა მოეწყოს ინკლუზიური განათლების დღის ცენტრი, სადაც სამი ადაპტირებული კლასი შეიქმნება.

ცენტრში მყოფ ბავშვებს კვებასა და სწავლასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ ადაპტირებულ გარემოში შეისწავლონ  სხვადასხვა  ხელსაქმე.

პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან პედაგოგები და  სკოლის სხვა  პერსონალი. ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში ამჟამად 18 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ირიცხება. მსგავსი სივრცე აჭარის ორ საჯარო სკოლაში მოეწყობა.  დაბა ქედის საჯარო სკოლა და ქობულეთის  მე-3 საჯარო სკოლა.

პროექტი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა  და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2022 წლიდან ხორციელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი