ყირიმის ხიდთან ნახევარკუნძულიდან რუსეთისკენ მიმავალი ავტომობილების გრძელი რიგი და საცობი უკვე აღარ არის. ხიდზე მას შემდეგ, რაც ის შაბათს ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა, სარკინიგზო და მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა აღდგა. სატვირთო მანქანებს კი ხიდზე მოძრაობა ამ დრომდე ეზღუდებათ.
მძღოლები ბორანს ორ დღეზე მეტია ელოდებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბორანზე მხოლოდ 10 ტრაილერი ავიდა. მძღოლები შიშობენ, რომ მათ მალფუჭებად ტვირთს დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მიიტანენ.
რუსეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი შაბათს ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა. ინციდენტის შემდეგ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა შეწყდა.