საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ბათუმშიც გამოეხმაურნენ. სამედიცინო კლინიკების მენეჯერები მიიჩნევენ, რომ დავით სერგეენკოს განცხადების ადრესატები ისინი არ იყვნენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, საავადმყოფო სახელმწიფოს ბალანსზეა და ის კლინიკის საქმიანობაში ხარვეზებს ვერ ხედავს.