“We are coming to you” - ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ აჭარაზე გადაცემას ამზადებს. აქცენტი ბათუმის, როგორც საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან ქალაქზე კეთდება.
გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად გონიოს ციხე, ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოხვდა.
გადაცემა ლატვიის ცენტრალურ არხზე ოქტომბერში გავა.