მართალია ლიტერატურამ უკრაინაში დროებით შესვენება აიღო, თუმცა ოდესის ფესტივალმა ალტერნატივა ბათუმში იპოვა და მტრის ჯინაზე გაიმართა.
4 დღიანი ფესტივალის პროგრამა მოიცავს მკითხველებთან უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, გერმანელი და თურქი მწერლების შეხვედრებს, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, სემინარებს, დისკუსიებს, ქართული და უკრაინული პოეზიის საღამოს.