სკოლა – ბიზნესის ფორუმი აჭარაში

07 ოქტომბერი 2022, 17:18 1006 ნახვა

სკოლა - ბიზნეს ფორუმი აჭარაში - ბათუმში დღეს იუ-ეს-ეი-დი-ს ინიციატივით ფორუმი მოეწყო, რომელშიც ბიზნეს-კომპანიები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფორუმი პირველად ჩატარდა  და მისი მიზანი ბიზნესთან სასკოლო ასაკის მოზარდების დაახლოვებაა. ფორუმში აჭარის რამდენიმე სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა  მათი საჭიროებების შესაბამისი პროექტები მოამზადეს  და კერძო სექტორს წარუდგინეს. მათ შორის იყო სკოლის სასპორტო დარბაზის მოწესრიგება, მოსწავლეებისთვის საფინანსო ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგები და სხვა. ბიზნესის სექტორის წარმომადგენლების შეფასებით  მსგავსი ღონისძიება  მოსწავლეების ინფორმირებულობის გარდა ბიზენის სოციალურ პასუხისმგებლობასაც გაზრდის.  სკოლა-ბიზნეს ფორუმი პირველად ბათუმში გაიმართა და ორგანიზატორების თქმით,  სამომავლოდ სხვა ქალაქებშიც იგეგმება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში