დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

07 ოქტომბერი 2022, 12:06 6257 ნახვა

ბათუმში, მე-12 კლასელებს შორის დაპირისპირების დროს დაშავებული მოზარდი ისევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, დაზარალებულის დედა კი გეგმავს ბავშვის რეანომობილით თბილისში გადაყვანას.

ჟურნალისტებს ინციდენტის შესახებ დეტალებიც მოუყვა. ამბობს, რომ მის შვილს საქმის გასარჩევად 20-ზე მეტი მოზარდი დახვდა და სცემეს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, სავარაუდოდ დაკითხული არიან ინციდენტში მონაწილე პირებიც.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში