საინფორმაციო კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ

07 ოქტომბერი 2022, 10:57 451 ნახვა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების - ფემიციდის წინააღმდეგ  საინფორმაციო კამპანიის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გახსნა.

ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის „არა ფემიციდს“ფარგლებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილია არაერთი ღონისძიება; მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

გარდა ამისა, თბილისში განთავსდება სარეკლამო ბილბორდები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი