,,ფატიმის ღვთისმშობლის’’ ქანდაკება ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში 

06 ოქტომბერი 2022, 10:58 798 ნახვა

ბათუმში, კათოლიკურ ეკლესიაში,  პორტუგალიიდან ღვთისმშობლის ქანდაკება ჩამოაბრძანეს. იგი ,,ფატიმის ღვთისმშობლის’’ სახელით არის ცნობილი.

ფატიმა პორტუგალიის ქალაქია, სადაც  გადმოცემის მიხედვით,  1917  წელს სამ მწყემს ბავშვს ღვთისმშობელი გამოეცხადა.  მათგან ერთ-ერთმა-ლუსიამ, დეტალურად აღწერა ღვთისმშობლის სახე გამოცხადებისას.

მორწმუნეებს ქანდაკების მოლოცვის შესაძლებლობა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ, ჩატარდა წირვა და შესრულდა საგალობლები. მანამდე ქანდაკება თბილისში, ქუთაისსა და გორში  ჩააბრძანეს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი