შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში" მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა.
დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სუპერმარკეტ "ორი ნაბიჯის“ ფილიალში შესული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოდი პირი, თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.