პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან

04 ოქტომბერი 2022, 18:00 707 ნახვა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრის დღის წესრიგის თანახმად საუბარი შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატსა და არსებულ გამოწვევებს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ასოციაციის პრეზიდენტის მიერ BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც მკაფიოდ ასახავს ბიზნეს სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, ასევე შემაფერხებელ ფაქტორებს.

შეხვედრა წარიმართება დიალოგის რეჟიმში და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი