შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების, რაც ინფლაციაზე გავლენას იქონიებს - ოთარ შამუგია

03 ოქტომბერი 2022, 16:01 1141 ნახვა

გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა კომენტარისას განმარტა, ფასების ზრდის ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი.

"ინფლაცია არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და სხვაგან, თუმცა დადებითი დინამიკაა მაგალითად, ხორბლის მიმართულებით ფასების შემცირება და ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკაში გვაქვს ორნიშნა ზრდა და ვინარჩუნებთ ამას, გვაქვს მეტი შემოსავალი და შესაბამისად გაჩნდა საშუალება, რომ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი კორექტირებები მოხდეს, მათ შორის, ჩვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. მეტი შემოსავალი ნიშნავს მეტ საშუალებას, მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენს ფერმერებს და მოსახლეობას დავეხმაროთ და ეკონომიკას მივცეთ მეტი სტიმული“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი